ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები

ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ ნატოსთან უკრაინისა და საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს
ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ ნატოსთან უკრაინისა და საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს
. ამერიკის შეერთებული შტატები მომხრეა ორ ქვეყანას ნატოში გასაწევრიანებლად მოსამზადებელი გეგმა შეეთავაზოს. ალიანსის რამდენიმე წევრი, მათ შორის საფრანგეთი და გერმანია, შეერთებული შტატების წინადადებას ეწინააღმდეგება.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა ლონდონში განაცხადა, რომ ნატომ უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე რუსეთთან ურთიერთობაში. რუსეთთან კონტაქტები ( ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში) ნატომ რუსეთის საქართველოში შეჭრის გამო შეაჩერა .