რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 19

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 19 დეკემბერს გაავრცელა განცხადება საჩხერის რაიონის
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 19 დეკემბერს გაავრცელა განცხადება საჩხერის რაიონის
სოფელ პერევში რუსი სამხედროების ქმედების ასახსნელად. ამ განცხადებაში ნათქვამია, რომ პერევის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, გასარკვევი იყო, რომელ მხარეს ეკუთვნის სოფლის სამხრეთი ნაწილი და რომელი ბლოკ-საგუშაგო უნდა იდგეს იქ: ქართული თუ სამხრეთ ოსეთის. „ევროკავშირ-რუსეთის ნიცის სამიტის შემდეგ ჩატარდა სამუშაო ამის დასადგენად და რუსმა სამხედროებმა პერევის პოსტი დატოვეს. მაგრამ ამის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ იქ სპეცრაზმი შეიყვანა და დაემუქრა სამხერთ ოსეთში სტაბილურობას, რითაც დაარღვია სარკოზი-მედვედევის შეთანხმება” - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში იმის ასახსნელად, რატომ გავიდნენ პერევიდან რუსი ოკუპანტები და შემდეგ, მცირე ხნით, რატომ დაბრუნდნენ უკან. ამ განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო უწყება, რომლის თქმით, ამ „ცინიკური დოკუმენტით რუსეთი უტიფრად ცდილობს თეთრის შავად წარმოჩენას და არსებული დაძაბულობის გამომწვევი მიზეზების საქართველოზე გადმობრალებას“.