ღაზის სექტორიდან გავრცელებული ინფორმაციით, დღეს

ღაზის სექტორიდან გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, სულ ცოტა, 40 პალესტინელი დაიღუპა გაეროს სკოლაში,
ღაზის სექტორიდან გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, სულ ცოტა, 40 პალესტინელი დაიღუპა გაეროს სკოლაში,
რომელსაც თავს აფარებდნენ სამოქალაქო პირები. ამის შესახებ მედიკოსები აცხადებენ. მსხვერპლი ისრაელის ტანკებით გახსნილ ცეცხლს მოჰყვა. ისრაელის სამხედრო პრეს-მდივნის განცხადებით, ის ეცნობა ინფორმაციას ინციდენტზე ალ-ფახორას სკოლაში, რომელიც ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკში მდებარეობს. დღესვე მოწყობილი იერიშის შედეგად სამი პალესტინელი დაიღუპა სხვა სკოლაში, რომელსაც გაეროს ერთ-ერთი უწყება მართავს. მედიკოსების ინფორმაციით, დღეს მოკლული პალესტინელი სამოქალაქო პირების რიცხვმა 75-ს მიაღწია. დღესვე ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში მოძრაობა ჰამასის საწინააღმდეგო სახმელეთო ოპერაციის რაიონი გააფართოვა. ისრაელის სამხედროები შეიჭრნენ ქალაქ ხან იუნისში, მოძრაობა ჰამასის მიერ კონტროლირებული ტერიტორიის სამხრეთით. პალესტინელი თვითმხილველების თქმით, ისრაელის ჯარი გამთენიისას შეიჭრა ხან იუნისში და ჰამასის მებრძოლებმა მას საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს. წუხანდელი ინტენსიური ბრძოლების შესახებ იუწყებიან ქალაქ ღაზის გარეუბნებიდანაც. მას შემდეგ, რაც ისრაელმა ამ 11 დღის წინ დაიწყო სამხედრო ოპერაცია ღაზის წინააღმდეგ ჰამასის მიერ ისრაელზე სარაკეტო იერიშებისთვის ბოლოს მოსაღებად, პალესტინელი მედიკოსების ინფორმაციით, დაღუპულია ღაზის 560-ზე მეტი მკვიდრი.