გაეროს გენერალურმა მდივანმა უშიშროების საბჭოს

გაეროს გენერალურმა მდივანმა უშიშროების საბჭოს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების
გაეროს გენერალურმა მდივანმა უშიშროების საბჭოს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების
შესახებ, ახალი მოხსენება წარუდგინა. ბან კი მუნი ამჟამინდელ სიტუაციას დაძაბულს უწოდებს და მის კიდევ უფრო გაუარესებას არ გამორიცხავს. გენერალური მდივნის რეკომენდაციით, კონფლიქტის ზონაში გაეროს მისია ამჟამინდელი სტრუქტურით და რაოდენობით უნდა შენარჩუნდეს და მისი ვალდებულებები დაზუსტდეს. ბან კი მუნი აღნიშნავს, რომ მოსკოვის 1994 წლის შეთანხმებას, რომელიც მისიის მადატის საფუძველს ქმნიდა, ამჟამად გაურკვეველი სტატუსი აქვს და აღარ არსებობს სამშვიდობო ძალები, რომელიც გაეროს მისიის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. შესაბამისად, გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ გაეროს მისიის შემდგომი საქმიანობა და უსაფრთხოება კონფლიქტის მონაწილე მხარეების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. მისიის მომავალ მანდატზე გაეროს უშიშროების საბჭო ათ თებერვალს, დახურულ სხდომაზე იმსჯელებს, საბოლოო გადაწყვეტილება კი - 15 თებერვლამდე უნდა მიიღოს.