იცვლება თუ არა რუსეთის მიმართ დამოკიდებულება საქართველოში?

გასულ კვირაში საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა,
რომ პოლიტიკური პრობლემების მიუხედავად, ხელისუფლება მიესალმება და იწვევს რუსულ ინვესტიციებს საქართველოში. მანამდე რუსეთის ბაზარზე დაბრუნების სურვილი გამოთქვეს ქართველმა მეღვინეებმა. ჩატარდა "ევროვიზიის" სასიმღერო კონკურსის ქართული ფინალიც - არადა შარშან აგვისტოში საქართველოში "ევროვიზიის" ბოიკოტზე ლაპარაკობდნენ - ფინალური კონკურსი ხომ მოსკოვში იმართება. იცვლება თუ არა რუსეთის მიმართ დამოკიდებულება? მოსალოდნელია თუ არა საქართველო-რუსეთის კულტურული, ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა? ამ კითხვებით მიმართა ჩვენმა კოლეგამ, გიორგი გვახარიამ მწერალ ლაშა ბუღაძეს, რომელიც რადიო "თავისუფლების" თბილისის სტუდიას ესტუმრა.

(იხ. აუდიოვერსია)