მოლდავეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება

მოლდავეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საზოგადოებრივი აზრის წინასწარი გამოკითხვის შედეგებით, დამაჯერებელ გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ მმართველ კომუნისტურ პარტიას, მას მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიები მოჰყვებიან. არჩევნები არ იმართება დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონში.