რა იქნება ხვალ?

რა და როგორ იქნება 9 აპრილს? ეს იყო საზოგადოების მუდმივი ფიქრის და განსჯის საგანი ამ ბოლო დღეების განმავლობაში. იყო ბევრი საუბარი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის შესაძლებლობაზე. იყო გეგმების განხილვა და შეჯერება ოპოზიციურ პარტიებს შორის და დღეს ოპოზიციის ლიდერები აქციისათვის სრულ მზადყოფნას აცხადებენ და თავიანთ თავზე იღებენ პასუხისმგებლობას. როგორ ხვდება 9 აპრილს საქართველოს ხელისუფლება? ამ თემის გარშემო საუბრობენ რადიო თავისუფლების დღევანდელ სადისკუსიო მაგიდასთან ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე და უმრავლესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი. საუბარს მარინა ვაშაყმაძე უძღვება.