სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი ჩხეიძე

საქართველოს ომბუდსმენის მოადგილე გიორგი ჩხეიძე

9 აპრილს რადიო თავისუფლების დილის პროგრამის - ”დღეს დილით” სტუმარი იყო სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ჩხეიძე. მან ისაუბრა სახალხო დამცველის ოფისის მიერ დაგეგმილ მონიტორინგის ღონისძიებაზე. გიორგი ჩხეიძემ განმარტა აქციის მონაწილეთა უფლებებიც და მოქალაქეებს სთხოვა - ცალკეული დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართონ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს, რაც მათ რეაგირების საშუალებას მისცემს.