იუშჩენკო მზად არის მონაწილეობა მიიღიოს არჩევნებში

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ განაცხადა, რომ მზად არის ერთდროულად მონაწილეობა მიიღიოს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში. უკრაინაში ორი არჩევნების ერთდროულად ჩატარების მთავარი მოწინააღმდეგეა პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო. მისი აზრით, ეკონომიკური კრიზისის პირობებში საკმარისია ერთი - საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება, რომელიც ქვეყნის პარლამენტმა 25 ოქტომბრისთვის დანიშნა. იუშჩენკოს განცხადებით კი საპრეზიდენტო არჩევნები მომავალი წლის 17 იანვარს უნდა ჩატარდეს და იმედი აქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სწორედ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს.