რამდენად რაციონალურია ქართული საზოგადოება

რადიო თავისუფლების ყოველკვირეული დისკუსია საქართველოში ამ დღეებში მიმდინარე მოვლენების, უფრო მეტად ზოგადი ვითარების, საზოგადოების ანალიზს ეძღვნება. რამდენად რაციონალურია ქართული საზოგადოება დღეს, რატომ არის მუდმივად გარე ძალის საჭიროება ვითარების გასაწონასწორებლად, რატომ არის მუდმივად გმირის ყოლის სურვილი? ჩვენი სტუმრები ცდილობენ გააანალიზონ დღევანდელი საზოგადოების ქცევა, აგრეთვე მიზეზები, რომლებმაც შექმნა დღევანდელი ვითარება და რისკები, რომელთა თავიდან აცილება შესაძლებელია. ნინო გელაშვილმა თბილისის სტუდიაში სამსჯელოდ მიიწვია ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე და ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი. გთავაზობთ დისკუსიის ჩანაწერს: