მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში გაემგზავრა

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაემგზავრა პოლონეთში, სადაც მონაწილეობას მიიღებს ევროპის სახალხო პარტიის კონგრესში. ამავე ფორუმს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძეც ესწრება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვარშავაში ვიზიტისას მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისაც შეხვდება და საქართველოში ხუთშაბათს დაბრუნდება.