სენატორი ჯონ კერი საქართველოში მომხდარზე განცხადებას ავრცელებს

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯონ კერიმ საქართველოში სამხედრო ამბოხების მცდელობის ფაქტზე განცხადება გაავრცელა:

”როგორც გვესმის, ამბოხებულები დააკავეს და ახლა მშვიდი ვითარებაა. საქართველო დამოუკიდებელი, დემოკრატიული რესპუბლიკაა და მისი მთავრობის არადემოკრატიული გზით შეცვლის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია. ქართველ ხალხს სურს სუვერენულ, დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება და მათ ნებას პატივი უნდა ეცეს”.