აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩასვლა ოკუპაციის და ანექსიის პოლიტიკის გაგრძელებად შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ სერგეი ლავროვის ვიზიტი ადასტურებს რუსეთის ცინიკურ დამოკიდებულებასაც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული პრინციპებისა და ღირებულებებისადმი.