შეერთებული შტატების სამხრეთით, ტორნადოებს 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ყველაზე მეტი გარდაცვლილი ალაბამის შტატშია. ასობით ადამიანმა მიიღო სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება. რიგ დასახლებულ პუნქტში დიდი ნგრევაა. ყველაზე მეტად ქალაქი ტუსკალუზა დაზარალდა, რომელიც ალაბამის შტატში მდებარეობს.