იემენში გაურკვეველი ვადით გადაიდო პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის გადადგომის გეგმის განხორციელება მას შემდეგ, რაც სალეჰმა უარი თქვა შეთანხმების ხელმოწერაზე. გეგმით, რომელიც სპარსეთის ყურის ქვეყნების შეთანხმებით მომზადდა, სალეჰს პრემიერ-მინისტრად უნდა შეერჩია ოპოზიციის წარმომადგენელი, რომელიც გარდამავალი პერიოდის მთავრობას უხელმძღვანელებდა და საპრეზიდენტო არჩევნებს მოამზადებდა. სალეჰი 30 წელიწადზე მეტი ხანია იემენის პრეზიდენტი. ოპოზიცია აცხადებს, რომ მის გადადგომამდე არ შეწყვეტს საპროტესტო აქციებს.