სირიაში ასობით დემონსტრანტი დააპატიმრეს

სირიის უშიშროების ძალებმა, სხვადასხვა ქალაქში დააპატიმრეს დემოკრატიის მომხრე ასობით დემონსტრანტი. აქტივისტების დაკავება მოხდა ქალაქ დერააში მას მერე, რაც სირიის ჯარმა იქ ტანკები შეიყვანა და ქალაქი საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარა. დემონსტრანტები დააკავეს ქალაქებში ყამიშლიში, რაყაში, ასევე დამასკოს გარეუბნებში. სირიელები განაგრძობენ საპროტესტო გამოსვლებს მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ ბაშარ ასადის უშიშროების ძალებმა გამოსვლების დაწყებიდან 560 სამოქალაქო პირი დახოცეს.