სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი კანდელაკი

გიორგი კანდელაკი, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი

სამშაბათს რადიო თავისუფლების დილის ეთერს საქართველოს პარლამენტის წვერი, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გიორგი კანდელაკი სტუმრობდა, რომელმაც პრეზიდენტ სააკაშვილისა და ოპოზიციის წევრებს შორის გამართულ შეხვედრაზე გააკეთა კომენტარი და ქვეყანაში არსებულ ვითარებასაც შეეხო. კანდელაკის აზრით, ის, რომ ქვეყნის მოსახლეობის ნაწილს ხელისუფლებას არ ენდობა და ის არ მოსწონს ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი მოვლენაა, თუმცა პროტესტის ფორმა, რომელსაც ოპოზიცია მიმართავს სცდება საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულ ნორმებს.