სტუმრად ჩვენს ეთერში: ზაქარია ქუცნაშვილი

13 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო სამოქალაქო საზოგადოების ნდობის ჯგუფის წევრი, არასამთავრობო ორგანიზაცია ”კანონი ხალხისთვის” ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილი. სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკურ ძალებს მედიატორის, გარანტორის, მეთვალყურის, ანუ ნებისმიერი იმ როლის შესრულებას სთავაზობს, რომელიც ხელს შეუწყობდა პოლიტიკური პროცესების მშვიდობიანად განვითარებას საქართველოში. რატომ უნდა გაუწიონ პოლიტიკოსებმა ანგარიში სამოქალაქო საზოგადოებას და როგორ ესმის არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქცია დღევანდელ ვითარებაში ზაქარია ქუცნაშვილს? ამის შესახებ მოისმენთ ინტერვიუში, რომელსაც ნინო გელაშვილი უძღვება: