სტუმრად ჩვენს ეთერში: დავით ბერძენიშვილი

რადიო თავისუფლების დილის გადაცემას სტუმრობდა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი, რომელმაც აქციების ორგანიზატორთა გეგმებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ოპოზიციის ლიდერები პრეზიდენტის შემოთავაზებას უპასუხებენ კონტრწინადადებით, სადაც ლაპარაკი იქნება გადაწყვეტილებების მიღების თარიღებზე და კონკრეტული თანამდებობის პირების შეცვლაზე.