დასრულდა კანის საერთაშორისო კინოფეტივალი

მიხაელ ჰანეკე (მარჯვნიდან მეორე) კანის ფესტივალის მთავარი პრიზით

კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზი - ოქროს პალმის რტო - ერგო ცნობილ ავსტრიელ რეჟისორს, მიხაელ ჰანეკეს, ფილმისათვის ”თეთრი ბაფთა.” შავ-თეთრი ფილმი ნაცისტური ტერორის სათავეებზე მოგვითხრობს. გრან-პრი მიიღო ფრანგი რეჟისორის, ჟაკ ოდიარის ფილმმა ”წინასწარმეტყველი.” მსახიობებს შორის დაჯილდოვდნენ შარლოტ გინზბურგი - ლარს ფონ ტრიერის ფილმ ”ანტიქრისტეში” განსახიერებული როლისთვის - და კრისტოფ ვალცი, რომელიც თამაშობს კვენტინ ტარანტინოს ფილმში ”Inglorious Bastards.” გთავაზობთ ჩვენი სპეციალური კორესპონდენტის, გიორგი გვახარიას რეპორტაჟს კანიდან.