ოპოზიციის ლიდერებმა ხელისუფლებას ექვსპუნქტიანი გეგმა შეახსენეს

საპროტესტო აქციების მონაწილე ოპოზიციის ლიდერებმა ხელისუფლებას მისთვის გაგზავნილი ექვსპუნქტიანი გეგმა შეახსენეს. „ალიანსის საქართველოსთვის“ ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ხელისუფლებასთან პირველი შეხვედრისას ოპოზიციამ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე ისაუბრა, ამჟამად კი - მზად არის კონკრეტული საკითხების განსახილველად. ალასანიას განმარტებით, ოპოზიციის 6-პუნქტიანი გეგმა საკითხთა ფართო სპექტრზე მოლაპარაკების დაწყების შესაძლებლობას ქმნის. „ალიანსის საქართველოსთვის“ ლიდერმა აღნიშნა, რომ ამჟამად ოპოზიცია ხელისუფლების პასუხს ელის.