ვარაუდობენ, რომ საფრანგეთის თვითმფრინავს მეხი დაეცა

კომპანია ”ერ ფრანსის” თვითმფრინავი, რომელშიც სულ მცირე 228 ადამიანი იმყოფება, ატლანტის ოკეანეზე გადაფრენისას რადარების ეკრანებიდან გაქრა. აერობუსი A330 რიო-დე-ჟანეიროდან პარიზში, შარლ დე გოლის სახელობის აეროპორტში მიფრინავდა. ბრაზილიის ავიაციის წარმომადგენელთა თქმით, კუნძულ ფერნანდო დე ნორონიასთან თვითმფრინავის ძებნას იწყებენ.