სტუმრად ჩვენს ეთერში: პაატა შეშელიძე

რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიას "ახალი ეკონომიკური სკოლის" პრეზიდენტი პაატა შეშელიძე სტუმრობდა. ის საქართველოს მთავრობის პროგნოზზე აკეთებდა კომენტარს, რომლის მიხედვითაც 2009 წელს საქართველოს ეკონომიკა შესაძლოა 1.5 პროცენტით შემცირდეს და კლებაში დამნაშავე "ქუჩის პოლიტიკაა". პაატა შეშელიძემ მთავრობა არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა და კლების მიზეზებზე ილაპარაკა, რომელიც, მისი თქმით, აქციებთან კავშირში არ არის. შეშელიძემსაბანკო სექტორის სტიმულირების პროექტზეც ილაპარაკა და თქვა, რომ პროექტი სექტორის ლიბერალიზაციას კი არა, მეტ რეგულირებას უწყობს ხელს, რამაც ეკონომიკა საშიშ შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს.