ნატოს კოსოვოში თავისი ჯარის შემცირება სურს

დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოების თანახმად, აშშ-ის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ნატოს სურს, კოსოვოში განთავსებული ჯარის ოდენობა მესამედით, 15 ათასიდან, 10 ათასამდე შეამციროს. ამავე ცნობით, ნატო აპირებს 2010 წლისთვის იქ 5000 სამხედრო დატოვოს. ნატოს თავდაცვის მინისტრები ამ საკითხზე მაზეგ იმსჯელებენ.