სტუმრად ჩვენს ეთერში: ზურაბ ბაქრაძე და გურამ წიბახაშვილი

ზურაბ ბაქრაძე და გურამ წიბახაშვილი

რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიას სტუმრობდნენ არქიტექტორი ზურაბ ბაქრაძე და ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი. ლაპარაკი შეეხებოდა სიმპოზიუმს, რომელიც გოეთეს ინსტიტუტში ტარდება - "ისტორიული ქალაქის სათუთი ურბანული განახლება". სტუმრების თქმით ქალაქი მხოლოდ შენობები და არქიტექტურული ლანდშაფტი არ არის - განახლებასთან და მოდერნიზაციასთან ერთად საჭიროა სოციალური სახის შენარჩუნება. ქალაქის ბირთვის ცვლილება კი ორგანულად უნდა მოხდეს და შეთანხმებული იყოს ადგილობრივ მაცხოვრებლებთან.