სტუმრად ჩვენს ეთერში: ნიკა ჩიტაძე

22 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ექსპერტი საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხებში ნიკა ჩიტაძე. მან ისაუბრა საქართველო-აშშ ურთიერთობებზე სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიისა და 22 ივნისს ვაშინგტონში დაგეგმილი შეხვედრის კონტექსტში. ინტერვიუ შეეხებოდა რუსეთისა და აშშ პრეზიდენტების მოსალოდნელ შეხვედრასაც. რა ადგილი შეიძლება დაიკავოს საქართველომ აშშ-რუსეთის ”ხელახალი დატვირთვის” რეჟიმში ურთიერთობის დღის წესრიგში? ნიკა ჩიტაძეს ნინო გელაშვილი ესაუბრა.