სტუმრად ჩვენს ეთერში: ზურაბ სიხარულიძე

26 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ექიმი-ნარკოლოგი, კლინიკა ”ურანტის” ხელმძღვანელი - ზურაბ სიხარულიძე. მან ისაუბრა სახელმწიფოს თანადაფინანსებით მიმდინარე ჩანაცვლებითი თერაპიის შესახებ. როგორც სიხარულიძე ამბობს, მეტადონით ჩანაცვლების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ ხელს უწყობს ნარკომანის დეკრიმინალიზაციას. თუმცა, პროგრამაში მონაწილეობა 1000-მდე ადამიანს შეუძლია, რაც ბევრად ჩამოუვარდება მსურველთა რაოდენობას. ზურაბ სიხარულიძეს ნინო გელაშვილი ესაუბრა.