სამხრეთ ავღანეთში ნატოს სამხედრო ოპერაცია უფრო ინტენსიური გახდება

ნატოს ჯარები, მას შემდეგ, რაც ამერიკელი სამხედროების დამატებითი კონტინგენტით გაძლიერდება, უფრო ინტენსიურ ოპერაციებს განახორციელებს თალიბანის წინააღმდეგ სამხრეთ ავღანეთის ჰელმანდის პროვინციასა და ქალაქ ყანდაარში. ამ შინაარსის განცხადება გააკეთა ნიდერლანდის არმიის გენერალ-მაიორმა მარტ დე კროიფმა ჟურნალისტებთან საუბარში.