დამეგობრებული ქალაქები

საერთაშორისო კონფერენცია - "ქალაქების როლი ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში"

გასულ კვირაში თბილისში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია - "ქალაქების როლი ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში". კონფერენციის მასპინძელი, დედაქალაქის მერიასთან ერთად, "ევროპის მთავარი ქალაქების ქსელი" იყო. კონფერენციის მონაწილე 40-მდე თვითმმართველობის წარმომადგენლები ორი დღის განმავლობაში მსჯელობდნენ აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივაში მონაწილე ქვეყნებისა და ევროკავშირის ქალაქების თანამშრომლობისათვის განკუთვნილი ევროპროგრამებისა და ევროფონდების შესახებ. ახლა გიამბობთ ქუთაისის, გორის, ლაგოდეხისა და რუსთავის დაძმობილებულ ქალაქებზე.