სტუმრად ჩვენს ეთერში: დავით ნარმანია

3 ივლისს რადიო თავისუფლების დილის ეთერის სტუმარი იყო დავით ნარმანია, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი. მან ისაუბრა მთავრობის ახალ ფინანსურ პაკეტზე, რომელიც ეკონომიკის სტიმულირებისთვის სახელმწიფოს მიერ 200 მილიონი დოლარის სესხებას შეეხება. ნარმანიას აზრით, ამ ინიციატივით მხოლოდ რამდენიმე კომპანია იხეირებს. ის თვლის, რომ სამშენებლო სექტორის კრიზისი არ არის გამოწვეული მსოფლიო კრიზისით. სამშენებლო სექტორში კრიზისი ჩანდა 2007 წლის მეორე ნახევრიდან და ”ადრე თუ გვიან მათ მიერ ხელოვნურად აგებული და ფინანსურად გაუმართლებელი პირამიდა დამისხვრეოდა” და ამიტომ ნარმანია გაუმართლებლად თვლის ფინანსური რესურსის სამშენებლო ბიზნესის მხარდასაჭერად მიმართვა. მისი აზრით, უმჯობესი იქნებოდა, მთავრობას ე.წ. ”პრობლემური სესხების” რესტრუქტურიზაციის გეგმა შეემუშავებინა და ამისკენ მიემართა ფინანსური რესურსები.