აშშ-ის პრეზიდენტმა უარყო, რომ ისრაელს თანხმობა მისცა ირანზე თავდასხმისთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, “სი-ენ-ენ-თან” საუბრისას უარყო, რომ მან ისრაელს “მწვანე შუქი” მისცა ირანზე თავდასხმისთვის. შეკითხვაზე, მისცა თუ არა მან ისრაელს თანხმობა, თავს დაესხას ირანის ბირთვულ ობიექტებს, ობამამ უპასუხა, რომ “რა თქმა უნდა, არა”.