ჩეჩნეთ-ინგუშეთის საზღვართან გრძელდება ოპერაცია მეამბოხეების წინააღმდეგ

რუსეთის ავტონომიური რესპუბლიკების - ჩეჩნეთისა და ინგუშეთის - სასაზღვრო რაიონში გრძელდება სპეცოპერაცია მეამბოხეების წინააღმდეგ. ინგუშეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სუნჟის რაიონის სოფელ არშტისთან სამართალდამცველებმა ოთხი მეამბოხე მოკლეს, ხოლო ერთი ტყვედ ჩაიგდეს. დაიღუპა ერთი და დაიჭრა შვიდი სამხედრო მოსამსახურე.