აშშ-ისა და სამხრეთ კორეის სამთავრობო საიტებს ჰაკერებმა შეუტიეს

აშშ-ისა და სამხრეთ კორეის რამდენიმე სამთავრობო ინტერნეტსაიტი ჰაკერთა კოორდინირებული იერიშის ობიექტი გახდა. ამასთან დაკავშირებით სამხრეთ კორეის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ვონ ტაი ჩიმ სეულში საგანგებო განცხადება გააკეთა: "თავდასხმის წინააღმდეგ ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ დამცავი მექანიზმი აამოქმედა და ჰაკერების საქმიანობა დაბლოკა. ჩვენ შევცვალეთ თავდაცვის სამინისტროს დომენის მისამართი და ახლა ინტერნეტი ნორმალურად მუშაობს."