სტუმრად ჩვენს ეთერში: სალომე ზურაბიშვილი

რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიას სტუმრობდა "საქართველოს გზის" ლიდერი სალომე ზურაბიშვილი. მან ილაპარაკა აშშ ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტის მნიშვნელობაზე და გამოთქვა გულისკტივილი, რომ ხელისუფლებამ არ მისცა ოპოზიციურ პარტიებს საშუალება ბაიდენის ჩამოსვლასთან დაკავშირებით მისასალმებელი აქცია გაემართათ. სალომე ზურაბიშვილმა ასევე გააკრიტიკა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ჩამოსვლასთან დაკავშირებით მიღებული უსაფრთხოების ზომები.