სტუმრად ჩვენს ეთერში: პეტრე კანკავა

28 ივლისს რადიო თავისუფლების სტუმარი იყო პეტრე კანკავა, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე. მან ისაუბრა პრიორიტეტებზე ტურიზმის სფეროში, მთავრობის როლზე ტურიზმის ხელშეწყობაში. კანკავა ამბობს, რომ მან მთავრობას მიმართა ინიციატივით სასტუმროების (ყველა ტიპის) ბიზნესისთვის დამატებული ღირებულების შემცირების, ან მისგან სრულად გათავისუფლების შესახებ. ინტერვიუ შეეხებოდა ტურიზმის სფეროში პროფესიონალების დეფიციტის პრობლემასაც, განათლებისა და საქართველოს - როგორც ტურისტული ბაზრის პოპულარიზაციის საკითხებს.