წლის განმავლობაში ღორის გრიპით დედამიწის მოსახლეობის მესამედზე მეტი შეიძლება დაავადდეს

წლის განმავლობაში ღორის გრიპით დედამიწის მოსახლეობის მესამედზე მეტის დაავადებას არ გამორიცხავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის თანაშემწე კეიძი ფუკუდა. მან მსგავსი პროგნოზის საფუძვლად ადრინდელი პანდემიებით მიღებული გამოცდილება დაასახელა. დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ევროპული ცენტრის მონაცემებით, მსოფლიოში ღორის გრიპით დაავადდა 175 ათას 785 ადამიანი, რომელთაგან 1116 გარდაიცვალა.