სტუმრად ჩვენს ეთერში: რამაზ სამხარაძე

6 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო რამაზ სამხარაძე, რადიო "ჰერეთის" დირექტორი, ასოციაცია - საქართველოს რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელის თავმჯდომარე. საუბარი შეეხებოდა რადიოსადგურების: "ჰერეთის", "ჰარმონიის", "ძველი ქალაქისა" და "ათინათის" ერთობლივ პროექტს, რომელიც სექტემბრიდან დაიწყება. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ მომზადდება ორი გადაცემა "ხიდი" და "მთელი კვირა". დაგეგმილია მაუწყებლობა თბილისის სტუდიიდან. სამხარაძემ ისაუბრა რეგიონული რადიოსადგურების თანამშრომლობასა და რეგიონების პრობლემებზე, საზოგადოების ინფორმირების მნიშვნელობაზე.