ვის შეიძლება მიენიჭოს პოლიტიკური პატიმრის სტატუსი?

დავით მანაგაძე

12 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ოპოზიციის ლიდერებისა და ვანო მერაბიშვილის შეხვედრაზე მთავარი საკითხი პოლიტპატიმრები იყო. სულ მალე საზოგადოება იხილავს ადამიანის უფლებათა ცენტრის მორიგ ანგარიშს საქართველოში პოლიტიკური პატიმრების შესახებ. პირველ გამოკვლევაში, რომელიც რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა, შესულია 26 პირის საქმე, მომდევნო ანგარიშში კიდევ 60 საქმე შევა. რა კრიტერიუმებით განისაზღვრება, არის თუ არა ადამიანი პოლიტიკური პატიმარი? ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული ანგარიშიდან ვისმა საქმეებმა მიიქცია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის ყუდარღება? - ამ საკითხებზე ნინო გელაშვილი ესაუბრება ანგარიშის ავტორს - ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტს, დავით მანაგაძეს.