სტუმრად ჩვენს ეთერში: გია გვაზავა

გია გვაზავა

14 აგვისტოს რადიო თავისუფლების სტუმარი იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა. ის ფიქრობს, რომ 17 წლის წინ ომის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო იმ წინაპირობების გათვალისწინებით, რაც 1992 წლის 14 აგვისტოს უძღოდა წინ. რუსეთი საქართველოს ანექსიის ”სტრატეგიას, საუბედუროდ, არ უწევს რევიზიას და მიდის ამ გზით” - ამბობს გვაზავა. ის თვლის, რომ საქართველომ თანმიმდევრული პოლიტიკა უნდა დაუპირისპიროს ამ პროცესს. ინტერვიუ შეეხება აგრეთვე იმ პროცესს, რომელიც საქართველოს ანექსიის პროცესის პარალელურად საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარეობს.