სტუმრად ჩვენს ეთერში: ირაკლი მაჭარაშვილი

ირაკლი მაჭარაშვილი

20 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ირაკლი მაჭარაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენელი. მან ისაუბრა 2008 წლის ტყის ხანძრის შედეგების შესახებ. ირაკლი მაჭარაშვილი მსმენელს მოუთხრობს აგრეთვე პროექტის შესახებ, რომელიც ომის შემდეგ საქართველოსთვის გამოყოფილი საერთაშორისო დახმარების მონიტორინგს ითვალისწინებს. ”მწვანე ალტერნატივა” ამ ფინანსური დახმარებით განხორციელებული პროექტების გარემოზე ზემოქმედებას სწავლობს. მათ შორის, იმ პროექტების შესაძლო ზემოქმედებასაც, რომლებიც ჯერჯერობით მხოლოდ დაგეგმვის ეტაპზეა და დასკვნებს წარუდგენს პროექტების დამფინანსებელ ორგანიზაციებს. პროექტის მიზანი გარემოზე ზემოქმედების შემცირების გარდა აგვისტოს ომის შედეგად გარემოზე მიყენებული ზარალის კომპენსაციის ხელშეწყობაა.