სტუმრად ჩვენს ეთერში: გელა ნიკოლაიშვილი

Georgia - Lawyer Gela Nikolaishvili, Tbilisi, 07Sep2009

რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიას სტუმრობდა ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი, რომელიც მუხროვანის ამბოხებულთა სასამართლო პროცესზე ბრალდებულ კობა კობალაძეს წარმოადგენს. გელა ნიკოლაიშვილმა თქვა, რომ ამ საქმეში კვლავინდებურად ბევრია გაურკვეველი - კერძოდ, არავის უთქვამს, თუ რას აპირებდნენ ბრალდებულები ამბოხების დაწყების შემდეგ. ადვოკატმა ხაზი გაუსვა, რომ, დაცვის აზრით, კობა კობალაძეს შეთქმულებთან კავშირი არ ჰქონია და ის ამ საქმეს ხელისუფლებამ საკუთარი მიზნებისთის "მიაკერა".