რა მიმართულებით ვითარდება ევროკავშირის პოლიტიკა სამხრეთი კავკასიის მიმართ?

ვასილ ჭყოიძე (მარცხნივ) და კახა გოგოლაშვილი

14-15 სექტემბერს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ. განხილვის ერთ-ერთი თემა სამხრეთი კავკასიის ქვეყნების მიმართ ევროკავშირის პოლიტიკა გახლდათ. საქმე ეხება აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში ამ ქვეყნებთან ასოცირების შესახებ შეთანხმებების მომზადებას. 15 სექტემბერს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზეც გაკეთდა გარკვეული აქცენტები სამხრეთ კავკასიასთან მიმართებით. რა სიახლეებია მოსალოდნელი სამხრეთი კავკასიის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკაში? ამ თემაზე სასაუბროდ ნინო გელაშვილმა თბილისის სტუდიაში მიიწვია კახა გოგოლაშვილი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების საერთაშორისო ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი და ვასილ ჭყოიძე, ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის დირექტორი.