სტუმრად ჩვენს ეთერში: დავით ლორთქიფანიძე

დავით ლორთქიფანიძე

რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიას სტუმრობდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე. ის ლაპარაკობდა ცოტა ხნის წინ სოფელ მღვიმევის ტერიტორიაზე, ძუძუანას მღვიმეში აღმოჩენილი სელის ძაფის უძველესი ნიმუშის მნიშვნელობაზე. ასევე ინგლისში ჩატარებულ მეცნიერების ფესტივალზე, სადაც ქართველი მეცნიერების მოხსენებას დმანისის აღმოჩენების შესახებ დიდი ყურადღება ხვდა წილად.