სტუმრად ჩვენს ეთერში: თამარ ქაროსანიძე

თამარ ქაროსანიძე

24 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო თამარ ქაროსანიძე, ”საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი. მან ისაუბრა ”საერთაშორისო გამჭვირვალეობის” (Transparency International) მსოფლიოში კორუფციის შესახებ 2009 წლის ანგარიშზე. ინტერვიუ შეეხებოდა, აგრეთვე, იმას, თუ როგორ აკვირდებიან საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები შარშან გამოყოფილი საერთაშორისო დახმარების ხარჯვას მთავრობის მიერ.