ავღანეთში მომხდარ შეტაკებაში 18 კაცი დაიღუპა

ჩრდილოეთ ავღანეთის კუნდუზის პროვინციაში მომხდარი შეტაკების შედეგად მოკლულ იქნა 18 მეამბოხე. მიღებული ცნობების თანახმად, მეამბოხეთა რაზმი თავს დაესხა დაშთი-არჩის რაიონის ადმინისტრაციის შენობას. პოლიციის ძალებთან შეტაკება შვიდ საათს გაგრძელდა. სამართალდამცველებს შორის დანაკარგზე არაფერს იტყობინებიან. ბოლო რამდენიმე თვეა, ჩრდილოეთ ავღანეთში თალიბებმა მკვეთრად გაააქტიურეს მოქმედება, რაც მნიშვნელოვნად ართულებს საერთაშორისო კოალიციის ძალების მომარაგებას ჩრდილოეთის მიმართულებიდან.