ჩეჩნეთში სტარი აჩხოის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და მისი ვაჟი მოკლეს
ჩეჩნეთში მოკლულია სოფელ სტარი აჩხოის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალი არტამოვი და მისი ვაჟი ანზორი. შაბათ საჭამოს მათ სოფლის ცენტრში გაუხსნეს ცეცხლი. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს თავდამსხმელთა ძებნა.