აგვისტოს ომის კვლევა და პოლიტიკური რეალობა

თენგიზ ფხალაძე (მარცხნივ) და ალექსანდრე რუსეცკი

რა ფაქტორები განსაზღვრავს ტალიავინის კომისიის ანგარიშის მნიშვნელობას, რას უშლის ხელს აგვისტოს ომის მხოლოდ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ჭრილში განხილვა და რა არის საქართველოს ამოცანა მსოფლიო უსაფრთხოების ახალი სისტემის შექმნის პროცესში - ამ საკითხებს ეძღვნება ჩვენი ყოველკვირეული რუბრიკა - ”სადიკუსიო მაგიდასთან”, რომლის სტუმრები არიან გეოპოლიტიკური კვლევის სართაშორისო ცენტრის თავმჯდომარე - თენგიზ ფხალაძე და სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის ხელმძღვანელი - ალექსანდრე რუსეცკი. საუბარს ნინო გელაშვილი უძღვება: