ტაიფუნმა იაპონიაში ორი ადამიანი შეიწირა და ძლიერი ნგრევა გამოიწვია

ძლიერი ტაიფუნის შედეგად, რომელმაც იაპონიას გადაუარა, ორი ადამიანი დაიღუპა. ტაიფუნმა სახელწოდებით "მელორი" ძლიერი ნგრევაც გამოიწვია. გრიგალისა და ძლიერი წვიმების გამო ათასობით ადამიანი იქნა ევაკუირებული. ტოკიოში ორ მილიონამდე მგზავრი დარჩა სატრანსპორტო საშუალებების გარეშე, მეტროს მომსახურების შეჩერების გამო.