უშიშროების საბჭო გაფართოებული ფორმატით იკრიბება

ეროვნული უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომა დღეს მეორედ ჩატარდება. პირველი სხდომა აგვისტოს დასაწყისში შედგა და მასში საპარლამენტო ოპოზიცია მთლიანად, არასაპარლამენტო კი ნაწილობრივ მონაწილეობდა. აგვისტოს შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ოპოზიცია ძალოვან მინისტრებს ოპოზიცია გადასცემდა იმ ადამიანების სიას რომლებიც, მათი აზრით, პოლიტიკური ნიშნით არიან დაპატიმრებულნი. შემდეგ მათ გათავისუფლებაზე ერთობლივად უნდა ემუშავათ. თუმცა, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ეს დაპირება არ შეასრულა. დღევადელ სხდომაში, რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციაში 17:00 საათზე უნდა დაიწყოს, სავარაუდოდ საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი მიიღებს მონაწილეობას. არასაპარლამენტო ოპოზიციიდან დღეს ‘‘მრეწველებს‘‘, “თავისუფლებას‘‘, “ტრადიციონალისტებს‘‘ და ‘‘ალიანსი საქართველოსთვის‘‘ ელიან.