სტუმრად ჩვენს ეთერში: მაია მიმინოშვილი

მაია მიმინოშვილი

რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიას სტუმრობდა ერთიანი ეროვნული საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი. ის ხსნიდა, თუ რატომ გახდა საჭირო ერთიან ეროვნულ გამოცდებს მეოთხე სავალდებულო გამოცდა დამატებოდა. მაია მიმინოშვილის თქმით მეოთხე გამოცდის დამატებით უმაღლესი სასწავლებლები თანაბარ პირობებში ჩადგნენ. აქამდე ის უნივერსიტეტებისათვის ნებაყოფლობითი იყო და ბევრი უმაღლესი სასწავლებელი კონკურენციის შიშით თავს არიდებდა მის მოთხოვნას. მაია მიმინოშვილის აზრით, იდეალურ პირობებში ერთიანი ეროვნული გამოცდები საჭირო არ იქნებოდა და უმაღლესი სასწავლებლებიც სკოლის ნიშნებით იხელმძღვანელებდნენ, თუმცა დღევანდელი სისტემა ამის საშუალებას არ იძლევა.